ჰამბრუგში ჟურნალისტი და მწერალი ალექსანდრა ფრიოლიხი მოკლეს.
ცხედარი სამართალდამცავებმა მწერლის კუთვნილ საცხოვრებელ ნავში იპოვეს.
მედიების ნაწილში სიკვდილის მიზეზად თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა სახელდება. რამდენიმე გამოცემის ინფორმაციით, მწერალი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
მიმდინარეობს გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით. ტაბლოიდებში გავრცელებული ინფორმაციით ერთ-ერთ ეჭვმიტანილი ფრიოლიხის ახლო ნათესავია.
ალექსანდრა ფრიოლიხმა გერმანიაში სახელი 2012 წელს გაითქვა, როდესაც გაყიდვაში მისი რომანი Meine russische Schwiegermutter und andere Katastrophen (ჩემი რუსი დედამთილი და სხვა უბედურებანი) გამოვიდა. ნახევრად ავტობიოგრაფიულ წიგნში მწერალი რუს კაცთან ქორწინების შესახებ წერს.
ფრიოლიხის ჟურნალისტური კარიერა კიევში დაიწყო, სადაც ის ქალთა ჟურნალების განვითარებაზე მუშაობდა. სხვადასხვა წლებში თანამშრომლობდა გამოცემებთან Der Stern, Petra და Freundin.