ესპანეთის პრემიერმინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, ევროპის დასავლეთში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
"ჩვენ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ კიდევ არ გვაქვს.
ვთხოვ მოქალაქეებს, როგორც ამას წარსული კრიზისების დროს შვებოდნენ, მოიპოვონ ინფორმაცია მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანზე – ჩვენს სახლებში ელექტროენერგიის აღდგენაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება".
სანჩესმა ასევე აღნიშნა, რომ ესპანეთის ენერგეტიკული კომპანია Red Electra ელექტროენერგიის მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგენაზე მუშაობს.
28 აპრილს ევროპის დასავლეთში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოხდა
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ შეეზღუდა ესპანეთს, პორტუგალიას, ანდორასა და საფრანგეთის სამხრეთ რეგიონებს.