McDonald's

McDonald's რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას უარყოფს

26 აპრილს რუსეთის სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ McDonald's-მა რუსეთის სამთავრობო სააგენტოში, როსპატენტში სავაჭრო ნიშნის "McDonald's"-ის რეგისტრაციის განაცხადი შეიტანა

არსებული ინფორმაციით, კომპანიამ განაცხადი 2024 წლის დეკემბერში შეიტანა, ხოლო სააგენტომ მხოლოდ ახლა მიიღო ის განხილვაში.

თუმცა, რეგისტრაციის შესახებ განაცხადი არ ნიშნავს, რომ კომპანია გეგმავს რუსულ ბაზარზე დაბრუნებას. McDonald's-ის წარმომადგენელმა უკრაინულ გამოცემასთან თქვა, რომ რეგისტრაციის მიზანი ინტელექტუალური საკუთრების დაცვაა, ხოლო კომპანია რუსულ ბაზარზე დაბრუნებას არ გეგმავს. 

"ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენი ბრენდის დასაცავად და რუსეთში მესამე მხარის ბიზნესებისა და პირების მიერ საკუთარი მიზნებისთვის ჩვენი სავაჭრო ნიშნის გამოყენების თავიდან ასაცილებლად" – წერია კომპანიის განცხადებაში. 

კომენტარები