პალესტინის ადმინისტრაცია

პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტმა მისი მოადგილე და სავარაუდო მემკვიდრე დაასახელა

პალესტინის ადმინისტრაციის (AP) პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი
REUTERS/Mohammed Torokman

პალესტინის ადმინისტრაციის (PA) პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის თქმით, მისი მოადგილე და სავარაუდო მემკვიდრე ჰუსეინ ალ-შეიხი იქნება.

ამის შესახებ აბასმა 26 აპრილს განაცხადა, რაც პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციამ (PLO) დაადასტურა.

89 წლის აბასი პალესტინის ადმინისტრაციის სათავეში 2004 წელს მისი წინამორბედის, იასირ არაფატის გარდაცვალების შემდეგ მოვიდა. წლების განმავლობაში აბასი მემკვიდრის დასახელებისგან თავს იკავებდა.

1960 წელს დაბადებული ჰუსეინ ალ-შეიხი PLO-ს მთავარი ფრაქციის, ფათაჰის ვეტერანია, რომელსაც ისრაელთან მჭიდრო კავშირები აქვს.

PLO-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ აბასის მიერ წარდგენილი ალ-შეიხის კანდიდატურა ორგანიზაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა დაამტკიცა და ის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა.

ორგანიზაციის ცენტრალური საბჭოს შეხვედრაზე, რომელიც 23-24 აპრილს გაიმართა აბასმა ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციას მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, რათა ღაზის სექტორში ისრაელისთვის ომის გაგრძელების წინაპირობა აღარ არსებობდეს.

"უმთავრესი პრიორიტეტი ღაზის სექტორში გამანადგურებელი ომი დამთავრებაა. ეს უნდა შეწყდეს - ყოველდღე ასობით იღუპება". - თქვა აბასმა. "რატომ არ აძლევთ მათ მძევლებს?" - დაამატა მან.

ამასთანავე, აბასმა ჰამასს "ძაღლის შვილები" უწოდა და მათ მოუწოდა, "გაათავისუფლეთ ისინი, ვინც ტყვედ გყავთ და დაამთავრეთ ეს ამბავი. გააქრეთ მათი [ისრაელის] გამამართლებელი საბაბები. დაასრულეთ".

კომენტარები