შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამეგრელოს პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით,
ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2 პირი - 1981 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1955 წელს დაბადებული ა.ქ. დააკავეს". - წერია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს.
შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა"
და "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად
არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს და 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მანამდე, ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელოში 7 წლის ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში საღორეში იყო ჩაკეტილი და დაზიანებები აღენიშნებოდა.

![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)



