Reuters აშშ-ს მიერ წარდგენილ რუსეთ-უკრაინის ომის სამშვიდობო წინადადების ტექსტს ასაჯაროებს. გამოცემა წერს, რომ აღნიშნული გეგმა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა ევროპელ ოფიციალურ პირებს 17 აპრილს, პარიზში წარუდგინა.
გთავაზობთ გამოცემის მიერ მოპოვებული ტექსტის უცვლელ თარგმანს:
რუსეთ-უკრაინის შეთანხმების ჩარჩო
ზეპირად გადასაცემი
მიმოხილვა: ეს პირობები ორივე მხარის მიმართ აშშ-ს საბოლოო შეთავაზებას წარმოადგენს.
ცეცხლის შეწყვეტა
- მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა
- ორივე მხარე დაუყოვნებლივ იწყებს ტექნიკურ მოლაპარაკებებს შეთანხმების განხორციელებაზე
უკრაინის უსაფრთხოების გარანტია
- უკრაინა მიიღებს მყარ უსაფრთხოების გარანტიას
- გარანტორი ქვეყნები იქნებიან ევროპული სახელმწიფოებისა და მსურველი არაევროპული სახელმწიფოების ad hoc ჯგუფი
- უკრაინა არ ისწრაფებს NATO-ში გაწევრიანებას
- უკრაინას ექნება შესაძლებლობა გააგრძელოს ევროკავშირში გაწევრიანება
ტერიტორია
- აშშ რუსეთის ყირიმის კონტორლის დე იურე აღიარებას უზრუნველყოფს
- აშშ რუსეთის ლუგანსკის კონტორლის დე ფაქტო აღიარებას უზრუნველყოფს
- აშშ ზაპოროჟიეს, დონეცკის და ხერსონის რუსეთის მიერ კონტროლირებული ნაწილებს დე ფაქტო აღიარებას უზრუნველყოფს
- უკრაინა ხარკოვის ოლქში ტერიტორიას დაიბრუნებს
- უკრაინა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის კონტროლს დაიბრუნებს, რომელიც აშშ კონტროლისა და ადმინისტრირების ქვეშ იქნება - ელექტროენერგია გადანაწილდება ორივე მხარეს. ასევე უკრაინა დაიბრუნებს კახოვკის კაშხალს
- უკრაინას ექნება შეუფერხებელი გადაადგილება დნეპრის მდინარეზე და კონტროლი კინბურნის სანაპიროზე
ეკონომიკა
- აშშ და უკრაინა გააფორმებენ ეკონომიკური თანამშრომლობის/წიაღისეულის შეთანხმებას.
- უკრაინის სრული აღდგენა და ფინანსური კომპენსაცია იქნება უზრუნველყოფილი
- რუსეთის წინააღმდეგ 2014 წლიდან დაწესებული სანქციები მოიხსნება
- აშშ-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობა ენერგეტიკასა და სხვა სამრეწველო სფეროებში აღდგება
Reuters უკრაინისა და EU-ს ქვეყნების მიერ აშშ-სთვის წარდგენილ სამშვიდობო გეგმას აქვეყნებს