რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში მიიტანა, დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ბავშვი

პავლოდარის დაბომბვის შედეგები, 2025 წლის 25 აპრილი
Meduza

25 აპრილს, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოდარზე იერიში მიიტანა.

რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, სერგეი ლისაკის განცხადების თანახმად, რუსული იერიშის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. 

გარდა ამისა, ლისაკის ცნობით, დაშავდა 8 ადამიანი. დაჭრილთაგან 6 გადაყვანილია საავადმყოფოში, ერთის მდგომარეობა მძიმეა.

მეთაურის თქმით, რუსეთმა დნეპროპეტროვსკის სხვა ქალაქებზეც მიიტანა იერიში, როგორც დრონებით, ისე ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა გრადით.

საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ დნეპროპეტროვსკის თავზე ჩამოგდებულია 11 რუსული დრონი.

კომენტარები