პროფკავშირ ლაბორის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს, შენობაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები შევიდნენ.
ამ დროისთვის უცნობია, რას უკავშირდება ჩხრეკა.
Facebook LIVE-ში პროფკავშირის დამფუძნებლის, გიორგი დიასამიძის თქმით, ის ჩხრეკას სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით პროფკავშირის აქტიურობას და საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანების თავმჯდომარესთან გარკვეულ დაპირისპირებას უკავშირებს.
დიასამიძის ცნობით, გამომძიებლებმა უთხრეს, რომ ჩხრეკა მის სახლშიც ჩატარდება.





