Avia.ge, ერთ-ერთი წამყვანი ავიაბილეთების ონლაინ პლატფორმა საქართველოში, იწყებს ახალ კამპანიას, რომელიც ემიგრანტების ინტერესებზეა მორგებული. ინიციატივის მიზანია ბარიდან (იტალია), სადაც მრავალი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს და მუშაობს, საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნა.
დღესდღეობით ბარიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები არ სრულდება, რაც სერიოზულად ართულებს ათასობით ემიგრანტის სამშობლოში დაბრუნებას. ისინი იძულებულნი არიან, გამოიყენონ არაკომფორტული მარშრუტები - გამოემგზავრონ სხვა ქალაქებიდან, დაკარგონ მეტი დრო და გაწიონ ზედმეტი ხარჯები, რაც დამატებით სტრესსა და დისკომფორტს იწვევს.
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს, მიიქციოს ავიაკომპანიებისა და სახელმწიფო უწყებების ყურადღება ბარიდან პირდაპირი ავიამიმოსვლის საჭიროებაზე. მანიფესტი არ არის უბრალოდ იდეა - ის ეფუძნება ათასობით ემიგრანტის მოთხოვნას და შექმნილია მომხმარებლებთან წინასწარი კომუნიკაციის საფუძველზე.
მანიფესტში ნათქვამია:
მოგიწოდებთ, გავაერთიანოთ ძალები და მივაწვდინოთ ხმა ავიაკომპანიებსა და შესაბამის პირებს, რომ ბარიდან პირდაპირი რეისების დანიშვნა საქართველოს მიმართულებით აუცილებელია. გვჯერა, რომ ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს ემიგრანტების მგზავრობას და ხელი შეეწყობა მათი სამშობლოში დაბრუნების პროცესს.“
Avia.ge-მა სპეციალურად შექმნა გვერდი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას და მოაწეროს ხელი მანიფესტს:
🔗 https://avia.ge/petition-flights-from-bari/
თქვენი მხარდაჭერა შესაძლოა იქცეს იმ ძალად, რომელიც ბიძგს მისცემს ავიაკომპანიებს, განიხილონ და რეალობად აქციონ ბარიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოს მიმართულებით.





