უკრაინა მზად არის მოლაპარაკებისთვის, მაგრამ არა დანებებისთვის" - წერს უკრაინის პრემიერმინისტრის მოადგილე, იულია სვირიდენკო X-ზე.
წინა დღეებში სხვადასხვა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 17 აპრილს აშშ-მ უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წინადადება წარუდგინა, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ლეგალური კუთხით აღიარებასაც მოიცავდა.
მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამორიცხა მსგავსი ნაბიჯი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყირიმი უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა, ხოლო რუსული ოკუპაციის აღიარება კონსტიტუციის დარღვევა იქნება.
"არ იქნება შეთანხმება, რომელიც რუსეთს საშუალებას მისცემს გადაჯგუფდეს და უფრო დიდი ძალადობით დაბრუნდეს. პირველი საჭირო ნაბიჯია სრულად ცეცხლის შეწყვეტა ხმელეთზე, ცაში და ზღვაში. თუ რუსეთი აირჩევს ცეცხლის ნაწილობრივ შეჩერებას, უკრაინაც ანალოგიურად მოიქცევა.
ჩვენი ხალხი არ მიიღებს მშვიდობად შენიღბულ გაყინულ კონფლიქტს. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ყირიმის ოკუპირებას. თუ NATO-ს წევრობას არ მოგვანიჭებენ, უკრაინისთვის საჭირო იქნება მყარი უსაფრთხოების გარანტიები - რომლებსაც სამომავლოდ შეეძლებად აგრესიის შეკავება და იქნება ისეთი აშკარა, რომ უზრუნველყოს მდგრადი მშვიდობა" – წერს სვირიდენკო.





