ამერიკის ხმა

მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას ამერიკის ხმისა და მისი თანამშრომლების აღდგენა დაავალა

APnews

ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას რადიო ამერიკის ხმისა და მისი თანამშრომლების აღდგენა დაავალა.

ინფორმაციას რამდენიმე მედია და ცალკეული ჟურნალისტები ავრცელებენ.

ამერიკის ხმის გარდა მოსამართლის გადაწყვეტილება რადიოებზე USAGM Radio Free Asia და Middle East Broadcasting Network-ზეც ვრცელდება.

უკრაინელ ჟურნალისტს, ოსტაპ იარიშს სოციალურ ქსელ X-ში სასამართლოს დასკვნის ნაწილი აქვს გამოქვეყნებული.

ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტო (USAGM) და მისი დაქვემდებარებულები უნდა დაუბრუნდნენ 2025 წლის 14 მარტის მდგომარეობას. 2025 წლისთვის განსაზღვრული დაფინანსება უნდა აღუდგეთ ამერიკის ხმას, Radio Free Asia-ს და Middle East Broadcasting Networks-ს.

USAGM აშშ-ს საინფორმაციო სააგენტოს (USIA)-ს ქვედანაყოფია. საკუთარ საიტზე განთავსებული განმარტების თანახმად, USAGM-ის მთავარი დანიშნულებაა "მსოფლიოს გარშემო თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მხარდამჭერ ადამიანების ინფორმირება და გაერთიანებაა". USAGM-ის დაქვემდებარებაშია რადიო ამერიკის ხმა და მისი ყველა საერთაშორისო ფილიალი.


14 მარტს ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით 80-წლიანი ისტორიის მქონე საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო Voice of America გაჩერდა.

16 მარტს თეთრმა სახლმა ამერიკის ხმის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. განცხადების თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განცხადებას "რომელიც უზრუნველყოფს, რომ გადამხდელთა ფული აღარ დაიხარჯოს რადიკალური პროპაგანდის დაფინანსებაში".

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ჩამოთვლილია ამერიკის ხმის მიმართ უკანასკნელ წლებში გამოთქმული პრეტენზიები, მათ შორის, მოყვანილია სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან შეგროვილი ციტატები, რომლებიც VOA-ს ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაში ადანაშაულებს.

ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ VOA-ში 34 წლის განმავლობაში მომუშავე ჟურნალისტმა და მისმა ყოფილმა თეთრი სახლის კორესპოდენტმა გასულ წელს დაწერეს, რომ სააგენტო უკონტროლო ორგანიზაციად გადაიქცა, "რომელიც ხშირად გამოხატავს მემარცხენე მიკერძოებულობას და ცდილობს, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას როგორც ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევებზე, ისე მენეჯმენტის პრობლემებზე".

იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ მედიის თანამშრომლები ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს.

29 მარტს,აშშ-ს ფედერალურმა მოსამართლემ დაბლოკა ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევა, დაეხურა ფედერალური მთავრობის მიერ დაფინანსებული 80 წლის საერთაშორისო სამაუწყებლო სერვისი ამერიკის ხმა (Voice of America) და მცდელობას "გადაწყვეტილების თვითნებურად და კაპრიზულად მიღების კლასიკური შემთხვევა" უწოდა. 

მოსამართლე ჯეიმს პოლ ოტკენმა დაბლოკა აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტო, რომელიც ამერიკის ხმას ზედამხედველობს, მაუწყებლიდან 1200-ზე მეტი ჟურნალისტის, ინჟინერისა და სხვა მომსახურე პერსონალის გათავისუფლებისგან. 

მოსამართლემ ასევე გამოსცა დროებითი შემაკავებელი ორდერი, რომელიც სააგენტოს შეზღუდავს "ნებისმიერი შემდგომი მცდელობისგან, გაათავისუფლოს, შეამციროს ან [ანაზღაურებით თუ ანაზღაურების გარეშე] დროებით დაითხოვოს" მომსახურე პერსონალი ან კონტრაქტორები. ორდერის გამო, სააგენტო დროებით ვერ შეძლებს ოფისების დახურვას ან საზღვარგარეთ მომუშავე თანამშრომლებისგან აშშ-ში დაბრუნების მოთხოვნას. 

კომენტარები