საპროტესტო აქციები

გადავედით ბორდიურზე, მოვიდა პოლიციელი, ხელი გვკრა და გასცა დაკავების ბრძანება – სამხარაძე

კადრი ვიდეოდან / ტვ პირველი

აქციის დროს, რუსთაველის გამზირზე დაკავებულმა მიხეილ სამხარაძემ იზოლატორი დატოვა.

სამხარაძის თქმით, პოლიციის ბრძანება შეასრულა და გზის სავალი ნაწილი დატოვა, რის შემდეგაც ის ტროტუარზე იმყოფებოდა, რა დროსაც დააკავეს.

"მოწოდება რაც იყო, რომ დაგვეტოვებინა გზის სავალი ნაწილი, დავტოვეთ სავალი ნაწილი, ბასლაინის მიღმა ვიყავი გადასული, ბორდიურთან, როდესაც მოვიდნენ პოლიციელები და მაგას ვუხსნიდი ზუსტად, უბრალოდ ვუხსნიდი, რომ "ბასლაინის მიღმა ვარ გადასული და რუსთაველის გამზირი დატოვებული მაქვს". შემდეგ სხვა პოლიციელი მოვარდა, ჯერ ხელი გვკრა რამდენჯერმე და შემდეგ გასცა დაკავების ბრძანება. [...] დაუმორჩილებლობა რაში გამოიხატებოდა ვერ ვხვდები, ბრძანება რაც იყო, იმას დავემორჩილეთ". - უთხრა სამხარაძემ ტვ პირველის ჟურნალისტს.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გიორგი ორთოიძე და მიხეილ სამხარაძე 21 აპრილს დააკავეს. ორთოიძეს, მისი ცოლის, ნათია ბუკიას ინფორმაციით, 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

კომენტარები