22 აპრილს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 23 აპრილის ლონდონში დაგეგმილ შეხვედრაზე, აშშ ანექსირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას შესთავაზებდა დასავლელ პარტნიორებს.
ინფორმაციას გამოეხმაურა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი.
კალასის თქმით, ეს იქნება შეცდომა ვაშინგტონის მხრიდან. "ამ შემთხვევაში, რუსეთი მიიღებს იმას რაც სურს". – ამბობს ევროკავშირის დიპლომატი.
"ყირიმი არის უკრაინა. მათთვის ვინც ოკუპირებულია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის (ყირიმი) არ აღიარონ რუსეთად". – დაამატა კალასმა.
23 აპრილს, ლონდონში, უკრაინის, აშშ-სა და ევროპის ქვეყნების შეხვედრა არის დაგეგმილი.





