აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ოლეგ ბარციცის თქმით, საქართველომ უნდა გააუქმოს "კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" და ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას თვითაღიარებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ამის შესახებ მარიონეტი ТАСС-ს ესაუბრა.
"საქართველოს ხელისუფლების განცხადება იმის შესახებ, რომ მათ სურთ ურთიერთობის გაჯანსაღება ძირითად მეზობლებთან – აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და რუსეთთან, ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, თუმცა, ამისთვის საჭიროა აუცილებელი პრაქტიკული დადასტურება და რეალური ნაბიჯები. ჩემს ხედვაში, ასეთ ნაბიჯებს შორისაა – ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება, რომელიც ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. საჭიროა მკაფიო გააზრება იმ რეალობისა, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. მეორე – რაც ძალიან მნიშნველოვანია და რაზეც ყურადღებას გავამახვილებთ ჟენევის ფორმატის ყველა მონაწილესთან – ეს არის ძალის გამოუყენებლობაზე ხელმოწერა. ამის შემდეგ კი შესაძლებელია სხვა საკითხებზე საუბარიც". - თქვა ბარციცმა.
ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დეფაქტო პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ ოლეგ ბარციცი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე 18 აპრილს დანიშნა. ბარციცმა სერგეი შამბა შეცვალა.