შეზღუდული სივრცე, ნივთების სიმრავლე და მუდმივი უწესრიგობის შეგრძნება — ეს ის მახასიათებლებია, რომლებიც პატარა სამზარეულოს სდევს თან. თუმცა, არსებობს მიდგომა, რომელიც არა მხოლოდ აგვარებს ამ სირთულეებს, არამედ პატარა სამზარეულოს კომფორტულ და ფუნქციურ ზონად აქცევს.
თუ ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, მაშინ სწორ ადგილას მოხვდით. განაგრძეთ კითხვა და აღმოაჩინეთ ის ხრიკები, რომელსაც სამზარეულოს ჩასაშენებელი ტექნიკის მაღაზია kuppersberg-ი გვიზიარებს.
მინიმალიზმი სამზარეულოში
ალბათ, გსმენიათ ფრაზა — ნაკლები ნიშნავს მეტს. სწორედ ეს პრინციპი მოქმედებს მცირე ზომის სამზარეულოში, რომლის მოწყობაც ორ მთავარ პრინციპს, სიმარტივესა და ფუნქციურობას ემყარება. ეს ნიშნავს, რომ ზედმეტ ნივთებზე უარი უნდა თქვათ და დაიტოვოთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად გჭირდებათ. ამ მიდგომის შედეგად მიიღებთ სივრცეს, რომელიც მოწესრიგებული, მყუდრო და ფუნქციურია.
გადადგით პირველი ნაბიჯი და გაათავისუფლეთ სივრცე ზედმეტი, არასაჭირო ნივთებისაგან
ეს პროცესი სივრცის ზედმეტი, ნაკლებად გამოყენებადი ან სულად არასაჭირო ნივთებით იწყება. კარგად დაფიქრდით, რას იყენებთ რეგულარულად, რას – ძალიან იშვიათად და რას – საერთოდ არა. იქნებ გაქვთ ძველი მიკროტალღური ღუმელი, ტოსტერი ან ბლენდერი, რომელიც თვეებია არ გამოგიყენებიათ?
რთულია იმ ნივთებსა თუ ტექნიკაზე უარის თქმა, რომელიც წლების წინ სამზარეულოს მოწყობისას შეიძინეთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ მინიმალისტურ სივრცეში ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს. ამიტომ, გაიტანეთ სივრციდან არაფუნქციური ნივთები. შედეგად, გექნებათ მეტი თავისუფალი სივრცე და ნაკლები ქაოსი.
ამის შემდეგ დარჩენილი ნივთები უნდა დაახარისხოთ და ორგანიზებულად შეინახოთ, რადგან პატარა სამზარეულოში ყველა სანტიმეტრი მნიშვნელოვანია. თუკი არსებული თაროები არ გყოფნით მაშინ, შეგიძლიათ კედლები აითვისოთ და ჰორიზონტალური ან ვერტიკალური კარადები დაამონტაჟოთ.
არსებული ტექნიკა კომპაქტური და მეტად ფუნქციური მოდელებით ჩაანაცვლეთ
მინიმალისტური სამზარეულოს მოწყობისას ტექნიკის სწორად შერჩევა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. პატარა სამზარეულოსათვის ჩასაშენებელი ტექნიკა შეუცვლელი არჩევანია, რადგან სივრცის ეფექტურ ათვისებასთან ერთად, ავეჯში კარგად ინტეგრირდება და ჰარმონიულ გარემოს ქმნის. მაგალითად, Kuppersberg-ის ჩასაშენებელი მაცივარი სწორედ ამ ეფექტს ქმნის — სრულად იმალება კარადაში და საერთოდ არ არღვევს დიზაინს.
ამასთანავე, მცირე სივრცის ორგანიზებისათვის უმჯობესი იქნება, თუ კომპაქტურ ტექნიკას შეარჩევთ. ასეთი სივრცეებისათვის არ არის საჭირო ორკარიანი მაცივარი ან 5 კომფორიანი გაზქურა. ესტუმრეთ Kuppersberg-ს და შეარჩიეთ მცირე ზომის, ადგილად ინტეგრირებადი ტექნიკა, მაგალითად, 2-3 კომფორიანი ჩასაშენებელი გაზქურა, მცირე ზომის მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა და ა.შ.
ყურადღების მიღმა ნუ დატოვებთ კედლების ფერსა და განათებას
სივრცის საბოლოოს მოწყობამდე, ყურადღება მიაქციეთ ფერებსა და განათებას. ღია, ნეიტრალური ფერები, მაგალითად, თეთრი, კრემისფერი ან ღია ნაცრისფერი, ვიზუალურად აფართოებს სივრცეს. კარგი განათება სრულყოფილი და ჰარმონიული ატმოსფეროს შესაქმნელად ძალიან მნიშვნელოვანია. თუ სამზარეულოში ნაკლები ბუნებრივი სინათლე შემოდის, მაშინ ეცადეთ, რომ ხელოვნური განათებით დააბალანსოთ.
პატარა სამზარეულო სულაც არ ნიშნავს შეზღუდულ შესაძლებლობებს. მინიმალისტური მიდგომით, ზედმეტი ნივთებისგან სივრცის გათავისუფლებით და რაც მთავარია, სწორად შერჩეული, ფუნქციური და კომპაქტური ტექნიკით შეძლებთ შექმნათ სივრცე, რომელიც ერთდროულად მოწესრიგებული, ეფექტური და ესთეტიკურად მიმზიდველია.
თუ სამზარეულოს ახლა აწყობთ ან განახლებას გეგმავთ, ტექნიკის გამოცვლის ეტაპამდე, რომ მიხვალთ ესტუმრეთ Kuppersberg-ის ფილიალებს ან ონლაინ მაღაზიას და შეარჩიეთ მაღალი ხარისხის, თანამედროვე ჩასაშენებელი ტექნიკა.