აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, იმედი აქვს, რომ რუსეთი და უკრაინა მიმდინარე კვირაში შეთანხმებას მიაღწევენ.
"იმედია, რუსეთი და უკრაინა ამ კვირაში შეთანხმებას მიაღწევენ. ამის შემდეგ ორივე დაიწყებს დიდი ბიზნესის კეთებას აყვავების გზაზე მყოფ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც მათ სიმდიდრეს მოუტანს!". - წერს ტრამპი პლატფორმა X-ზე.
მანამდე, უკრაინაში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა 17 აპრილს პარიზში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც აშშ-ს, უკრაინის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და გერმანიის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
კელოგის თქმით, ელისეის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე დელეგაციებმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის პოტენციურ ზავზე ისაუბრეს.
"ჩვენ ვისაუბრეთ უახლოეს მომავალში პოტენციურ ცეცხლის შეწყვეტაზე მუშაობაზე. ეს არის მიზეზი, თუ რატომაც დავბრუნდებით ლონდონში მიმდინარე კვირაში, რათა უკეთ მოვილაპარაკოთ საკითხზე. ვფიქრობ, უზარმაზარი შესაძლებლობები არსებობს". - თქვა კელოგმა Fox News-თან საუბრისას.