უკრაინის პოზიცია ცხადი და უცვლელი რჩება: 11 მარტს ჯედაში ჩვენ უპირობოდ დავთანხმდით აშშ-ს წინადადებას 30 დღით ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტაზე.
რუსეთმა ამაზე უარი თქვა და აშშ-ს მიმართ რუსეთის უარი უკვე 39 დღეა, გრძელდება. ამის სანაცვლოდ, მოსკოვის რეჟიმმა [კიევს] სხვადასხვა პირობები წაუყენა და გააძლიერა ტერორი უკრაინის, მშვიდობიანი მოქალაქეების და ქვეყნის მასშტაბით საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
პუტინმა ახლახან გააკეთა განცხადება მის სავარაუდო მზადყოფნაზე ცეცხლის შეწყვეტისთვის. 30 საათი 30 დღის სანაცვლოდ. სამწუხაროდ, დიდი ისტორია გვაქვს მისი განცხადებების, რომლებიც მის მოქმედებებს არ შეესაბამებოდა. ჩვენ ვიცით, რომ მისი სიტყვების ნდობა შეუძლებელია და ჩვენ შევხედავთ არა სიტყვებს, არამედ მოქმედებებს.
რუსეთს შეუძლია, ნებისმიერ დროს დათანხმდეს სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, რაც [მოლაპარაკებების] მაგიდაზე მარტიდანაა.
ჩვენ გვსურს, რუსული ძალების მიერ ცეცხლის ყოველი მიმართულებით შეწყვეტა ვიხილოთ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა ჩვენს პარტნიორს და საერთაშორისო საზოგადოებას, იყვნენ ფხიზლად. მხოლოდ მოქმედებები და არა სიტყვები, გამოავლენს ჭეშმარიტებას: ეს ომი დაიწყო და გრძელდება მხოლოდ რუსეთის გამო.