ავტოსაგზაო შემთხვევა

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 არასრულწლოვანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც

ხონში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 არასრულწლოვანი დაიღუპა, ორი დაშავებული კი კლინიკაშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა. როგორც ინტერპრესნიუსი წერს, ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

3 არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.

ტაბულა დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

კომენტარები