ასეთი გამონათქვამი არსებობს, რომ ურჩხულს დიდხანს ვინც ებრძვის, ამ ურჩხულთან მებრძოლი უნდა უფრთხილდეს იმას, რომ თავად არ იქცეს ურჩხულად და ზოგიერთი ბიუროკრატი ბრიუსელში ძალიან ემსგავსება იმ ურჩხულს, რომელსაც ებრძვის. ვგულისხმობ რუსეთს, რომელიც მათ იდეოლოგიურ მოწინააღმდეგედ ჰყავთ გამოცხადებული.
შევხედოთ ახლა რას აკეთებდა რუსეთი მაგალითად საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენს უახლოეს ბოლო ოცი წლის ისტორიას გადავხედოთ.
პირველად საქართველოს სანქციები ვინ დაგვიწესა? რუსეთმა, ემბარგოები, ხომ გვახსოვს კარგად? პირველად საქართველოსთან ვიზები ვინ შეაჩერა? რუსეთმა. პირველად დეპორტირებულები საიდან მოდიოდნენ? რუსეთიდან. ეს ყველაფერი - დეზინფორმაცია, პროპაგანდა - საიდან მოდიოდა? აი ერთი ერთში ასეთ რაღაცას რომ აკეთებენ ეს ხომ კატასტროფაა.