საკითხის შესახებ ინფორმირებულმა ექვსმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ ილონ მასკის კომპანია SpaceX და ორი პარტნიორი კომპანიები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის "ოქროს გუმბათის" სარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნის წამყვან კანდიდატად მიიჩნევიან.
წყაროების თქმით, მასკის სარაკეტო და სატელიტური კომპანია პარტნიორობს პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Palantir-სა და დრონების მწარმოებელ Anduril-თან, რათა წარადგინოს შეთავაზება "ოქროს გუმბათის" ძირითადი კომპონენტების შესაქმნელად.
მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონი დადებით სიგნალებს უგზავნის SpaceX-ის ჯგუფს, ზოგიერთი წყარო აღნიშნავს, რომ "ოქროს გუმბათის" მშენებელი კომპანიების შესარჩევი პროცესი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. მისი საბოლოო სტრუქტურა და ის თუ, ვინ მიიღებს მონაწილეობას პროექტში, შესაძლოა მომდევნო თვეებში მნიშვნელოვნად შეიცვალოს.
Reuters-ს სამი წყარო უყვება, რომ სამივე კომპანიამ ბოლო კვირებში ტრამპის ადმინისტრაციისა და პენტაგონის უმაღლეს ოფიციალურ პირებთან საკუთარი გეგმის წარსადგენად შეხვედრებს მართავს. გეგმა 400-დან 1000 თანამგზავრამდე ორბიტაზე გაშვეებას ითვალისწინებს, რომლებიც რაკეტებს კოსმოსიდან დააფიქსირებენ.
ასევე, გეგმა ითვალისწინებს მეორე სატელიტური ფლოტს, რომელიც დაახლოებით 200 თანამგზავრს მოიცავს და შეიარაღებული იქნება რაკეტებით ან ლაზერებით, რითიც მტრის რაკეტებს გაანადგურებს. ამავე წყაროების თქმით, SpaceX არ მონაწილეობს თანამგზავრების შეიარაღების პროცესში.
გამოცემ აწერს, რომ SpaceX-ს "ოქროს გუმბათში" თავისი მომსახურეობის სანაცვლოდ აშშ-ს მთავრობას განახორციელებს გამოწერის მოდელს სთავაზობს, რაც გულისხმობს იმას, რომ მთავრობა გადაიხდის ტექნოლოგიაზე წვდომისთვის, ნაცვლად იმისა, რომ თავად ფლობდეს სისტემას. Reuters აღნიშნავს, რომ ამან შესაძლოა შეამციროს პენტაგონის მიერ სისტემების შეძენისთვის არსებული რეგულაციები და დააჩქაროს სისტემის დანერგვა, თუმცა ამგვარი ფორმატი სხვადასხვა რისკებსაც ითვალისწინებს.