კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ყოველდღიურ ბრიფინგზე რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიებს "რუსეთის განუყოფელი ნაწილი" უწოდა.
ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ იქნება თუ არა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების უკრაინისთვის დაბრუნება ომის დასრულების ერთ-ერთი პირობა, პესკოვმა ასე უპასუხა:
"საფუძველშივე არასწორი ფორმულირებაა. ეს რეგიონები რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ნაწილებია". ამიტომ საკითხის ასე დაყენება არ შეიძლება".
საუბარია დონეცკის, ლუგანსკის ზაპოროჟიესა და ხერსონის ოქლებზე, რომლებიც ამ დროისთვის სრულად ან ნაწილობრივ რუსეთის კონტროლს ექვემდებარება.





