26 მაისი

დეკანოიძე: 26 მაისი უნდა იყოს რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ფართო მსვლელობების დღე

რეჟიმმა გამოაცხადა, რომ 26 მაისს რუსთაველზე არ გამართავს ღინისძიებებს.

ნამდვილად, მათ არაფერი აქვთ საერთო საქართველოს დამოუკიდებლობასთან.

დამოუკიდებლობის დღე უნდა იყოს დიდი პროტესტის და რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ფართო მსვლელობების დღე. ქოცების ღალატის ფონზე, 26 მაისი უნდა მიეძღვნას ანწუხელიძეს, შიდნისის გმირებს და ჩვენს დაცემულ მეომრებს, ქართულ ჯარს. 

ამ დღის დაგეგმვაში უნდა მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებრივად აქტიურმა ადამიანებმა, სტუდენტებმა. ეს იქნება ნამდვილ პროცესში მონაწილეობა. ეს არის უპირველესი ამოცანა!

წერს კოალიცია ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები