რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Коммерсантъ: რუსეთის სასამართლომ ჯარისკაცს ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარებისთვის 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა

გამოცემა Коммерсантъ-ის ინფორმაციით, რუსეთის სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჯარისკაცს, რომელიც 2023 წელს უკრაინელებს ომში ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარდა. 

რუსეთმა 2022 წელს მიიღო კანონი, რომელიც ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარებას სისხლის სამართლის დანაშაულად აცხადებს, თუმცა, კანონი პირველად სწორედ ახლა აღსრულდა.

გამოცემის მიხედვით, რომან ივანიშინი ჩეჩნეთის ომის ვეტერანია, რომელიც უკრაინასთან ომში 2022 წელს გაიწვიეს. ჯარისკაცი უკრაინელებმა ტყვედ 2023 წელს აიყვანეს, რის შემდეგაც გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ივანიშინი გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას და სხვა ჯარისკაცებს ფრონტის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები