რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

შიკორსკის თქმით, უკრაინაზე იერიშებით პუტინი ტრამპის "კეთილ ნებას დასცინის"

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი
Sarah Meyssonnier/AFP/Getty Images

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ შიკორსკის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია დაინახავენ, რომ ვლადიმირ პუტინი "მათ კეთილ ნებას დასცინის". ინფორმაციას Reuters ავრცელებს

კომენტარი პოლონეთის უმაღლესმა დიპლომატმა რუსეთის მიერ 13 აპრილს უკრაინულ ქალაქ სუმიზე მომაკვდინებელ სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით გააკეთა. 

"უკრაინა უპირობოდ დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას თვეზე მეტის წინ. შემზარავი თავდასხმები კრივოი როგსა და სუმიზე რუსეთის დამცინავი პასუხია. 

ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი ტრამპი და აშშ-ს ადმინისტრაცია დაინახავენ, რომ რუსეთის ლიდერი მათ კეთილ ნებას დასცინის და ვიმედოვნებ, რომ სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული". - თქვა შიკორსკიმ ლუქსემბურგში ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე. 

ცნობისთვის, 13 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ სუმიზე მიტანილ სარაკეტო იერიშს 34 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 117 დაშავდა.

რუსების მიერ 4 აპრილს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიურ ქალაქ კრივოი როგზე მიტანილ იერიშს კი 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 9 ბავშვი. დაშავდა 75-მდე ადამიანი. 

    კომენტარები