რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა დნეპროპეტროვსკზე, ზაპოროჟიეზე და ოდესაზე იერიში მიიტანა

ხანძარი ოდესაში, 2025 წლის 14 აპრილი
უკრაინის სამაშველო სამსახური

რუსეთმა დნეპროპეტროვსკზე, ზაპოროჟიეზე და ოდესაზე იერიში მიიტანა.

13 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე რუსეთმა ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ავტომობილები. გაჩნდა რამდენიმე ხანძრის კერა. 

სამაშველო სამსახურის ცნობით იერიშის შედეგად დაშავდა 7 ადამიანი.

14 აპრილის დილას რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქები –სტეპნოგორსკი და ზაპოროჟიე დაბომბა. 

იერიშის შედეგად სტეპნოგორსკში 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს, ხოლო ზაპოროჟიეში ბენზინგასამართ სადგურს ცეცხლი გაუჩნდა.

ამ დროისთვის ხანძრის კერები ლიკვიდირებულია, არავინ დაშავებულა.

ოკუპანტებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული კომპლექსებით, გრადებით დაბომბეს დნეპროპეტროვსკის ოლქის ორი რაიონი. 

დაბომბვის შედეგად დაზიანდა სახლები, სამეურნეო ნაგებობები და ავტომობილი, დაშავდა ერთი ადამიანი.

 

კომენტარები