აშშ-რუსეთი

პესკოვი აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე: ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების დინამიკა დადებითად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებისგან "დაუყოვნებელ შედეგებს" არ უნდა ველოდოთ.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ვითარდება რუსეთისა და აშშს მოლაპარაკებები და ორმხრივი ურთიერთობები, პესკოვმა უპასუხა, რომ "ფაქტობრივად, ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს".

პესკოვის თქმით, "ურთიერთობების პრაქტიკულად ნულიდან გაცოცხლება ძალზედ რთული საქმეა" და "ძალიან დაძაბულ დიპლომატიურ და სხვა სახის ძალისხმევას" მოითხოვს.

"მთელი პროცესი შედგება პატარ-პატარა ნაბიჯებისგან, რომლებიც მიზნად ისახავს მინიმალური ორმხრივი ნდობის ატმოსფეროს აღდგენასა და მისი გაძლიერებას," - თქვა პესკოვმა და დაამატა, რომ ამით ამჟამად დაკავებულნი არიან დიპლომატები, სპეცსამსახურები და ორივე ქვეყნის პრეზიდენტების სპეციალური წარმომადგენლები.

"ეს ყველაფერი ხელს უწყობს პროცესს, თუმცა, რა თქმა უნდა, დაუყოვნებელი შედეგების მოლოდინი შეუძლებელია. პრობლემები ძალიან რთულია და ძალიან ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო მიგდებული," - თქვა პუტინის პრესსპიკერმა.

კომენტარები