რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლიტვის საგარეო სუმის დაბომბვაზე: ვინც ამ თავდასხმის უკან დგას, სამართალს ვერ გაექცევა

რუსეთის მიერ დაბომბილი უკრაინული ქალაქი სუმი, 13 აპრილი, 2025
ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი/FB

13 აპრილის დილას რუსეთმა უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე რაკეტებით იერიში მიიტანა, რასაც, სულ მცირე, 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაჭრილია 84 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი. რუსეთის აგრესიას არაერთი ქვეყანა და საერთაშორისო აქტორი გამოეხმაურა, მათ შორის, ლიტვის საგარეო უწყებაც, რომელიც მომხდარს ტერორისტულ თავდასხმას უწოდებს.

ლიტის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ვილნიუსში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი საგარეო უწყებაში დაიბარეს:

"სუმიზე რუსეთის დღევანდელი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ვილნიუსში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი საგარეო უწყებაში დავიბარეთ. ისინი, ვინც ამ თავდასხმის უკან დგანან, სამართალს ვერ გაექცევიან. პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ პირს, ვინც კრემლის კრიმინალურ რეჟიმს ემსახურება, მათ შორის, რუსეთის დიპლომატებსაც," - წერს ლიტვის საგარეო X-ზე.

კომენტარები