რუსული რეჟიმი

ზურაბიშვილი: ეროვნულ გმირზე რომ აცხადებ, "უაზროდ განწირული", ქვეყნის ღალატის ტოლფასი არაა?

ეროვნულ გმირზე რომ აცხადებ საჯაროდ “უაზროდ განწირული”, კანონის და კონსტიტუციის წინაშე ეს დანაშაული არაა? და ქვეყნის ღალატის ტოლფასი?

არაფერი რომ ვთქვათ მორალზე, სინდისზე, პატრიოტიზმზე ან ელემენტალურად ადამიანურ გაფრთხილებასა თუ მორიდებაზე რაც გვმართებს ყველას ანწუხელიძეს შვილების მიმართ.  

წერს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

გუშინ ივანიშვილის წარმომადგენელმა თეა წულუკიანმა საზმაუს ეთერში საქართველოს ეროვნულ გმირზე, გიორგი ანწუხელიძეზე თქვა - "უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის".

კომენტარები