აშშ

ფლორიდის შტატში მცირე თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა ეკიპაჟის სამივე წევრი

NBC News

აშშ-ში, ფლორიდის შტატის ქალაქ ბოკა-რატონში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც ეკიპაჟის სამივე წევრი ემსხვერპლა.

ამის შესახებ აშშ-ს ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე ილაპარაკეს. 

"როგორც ირკვევა, თვითმფრინავს გარკვეული მექანიკური ხარვეზები ჰქონდა და აქ სამხედრო გზაზე ჩამოვარდა. [...] ასევე, ადგილზე მანქანა იდგა". - თქვა მაიკლ ლასალიემ. 

ლასალიეს თქმით, მანქანაში მყოფი ერთი პირი დაშავდა. 

"ის ნანგრევებისა და ხანძრის გამო ხეს დაეჯახა". - თქვა ლასალიემ. 

ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის ცნობით, თვითმფრინავი Cessna 310R ბოკა-რატონის აეროპორტიდან ტალაჰასის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიემართებოდა. 

ფრენების მონიტორინგის ვებგვერდის, Flightradar24-ის მონაცემებით, თვითმფრინავი ჰაერში ხმელეთზე დაცემამდე 20 წუთზე მცირე ხნის განმავლობაში იმყოფებოდა 

გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ თვითმფრინავის ვარდნის შემდეგ ადგილზე ხანძარი დაიწყო, რომელიც ამ დროისთვის ჩააქრეს. 

კომენტარები