რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: დაზუსტებით ვიცით, რომ ომში რუსეთის მხარეს 150-ზე მეტი ჩინეთის მოქალაქე იბრძოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
kyivindependent.com

უკრაინაში სამხედრო ტყვედ აყვანილი ჩინეთის ორი მოქალაქის დაკითხვის პარალელურად, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის მხარეს 150-ზე მეტი ჩინეთის მოქალაქე იბრძვის. 

"ამ დროისთვის, გვაქვს ზუსტი მონაცემები, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში 150-ზე მეტი ჩინეთის მოქალაქე იღებდა მონაწილეობას. ვიცით, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია" – ამბობს ზელენსკი. 

ზელენსკიმ 8 აპრილს სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში ტყვედ აიყვანეს რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩინეთის ორი მოქალაქე. ზელენსკი ტყვედ აყვანილი ერთ-ერთი ჯარისკაცის ვიდეოს აქვეყნებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს და "უსაფუძვლოს" უწოდებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრალდებას, რომ უკრაინაში, რუსეთის მხარეს ჩინეთის ბევრი მოქალაქე იბრძვის. 

 

კომენტარები