აშშ-სა და რუსეთის დელეგაციები ქვეყნებს შორის დიპლომატიური მისიების მუშაობის ნორმალიზებისთვის სტამბოლში ჩავიდნენ.
მოლაპარაკებებზე რუსეთის წარმომადგენელი აშშ-ში რუსეთის ახალი ელჩი, ალექსანდერ დარჩიევი, ხოლო აშშ-ს წარმოადგენს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, სონატა კაულტერი.
შეხვედრის მთავარი მიზანი ქვეყნებს შორის დიპლომატიური მისიების აღდგენა იქნება.
"უკრაინა არანაირად არ არის დღის წესრიგში. [...] ეს მოლაპარაკებები მხოლოდ ჩვენი საელჩოების მუშაობას ეხება და არა ზოგადად ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას, რაც მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, თუ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა დამყარდება" – ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, თემი ბრიუსი.





