ის პარალელი, რომელიც გაავლო ირაკლი კობახიძემ, ერთი მხრივ, არის უშველებელი ტრაგედია და, მეორე მხრივ, არის სამართლიანი. შეფასება არის სამართლიანი, არ შეიძლება, რომ ასეთივე დიქტატით, ასეთივე უსამართლობით, ასეთივე ორმაგი სტანდარტით...
[..] ელემენტებია, რომლებიც კი არ ჰგავს, ერთი და იგივეა, ამაზე მეტი დროს დახარჯვა არ მინდა, იმიტომ რომ ორმაგი სტანდარტისა და უსამართლობის უამრავ მაგალითს მოგიტანთ, როდესაც საქართველომ შიგნით ამის გამო სერიოზული პრობლემები შეიქმნა და რეალურად, ხომ დაგეგმილი იყო ისევე ჩვენი მოქალაქეები ხელით დიდი მსხვერპლი, ხომ ვიცით რომ დაგეგმილი იყო, ხომ ჩამოვიდნენ ადამიანები - საგარეო საქმეთა მინისტრები და ხომ მოუწოდებდნენ ადამიანებს, რომ უკრაინიზაცია მოეხდინათ, განა ამ შემთხვევაში უსამართლობაა პარალელის გავლება იმ ძალას შორის, რომელმაც ეს შეძლო და იმ ძალასთან საერთო ნიშნების მოძებნა, რომელმაც ვერ შეძლო, მაგრამ ამას აპირებდა.





