რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ ყველაზე ძვირადღირებული რუსული დრონი Мерлін-ВР ჩამოაგდო (VIDEO)

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლიმანის ფრონტზე რუსული დრონი Мерлін-ВР ჩამოაგდო. უკრაინის არმიის დაჯგუფება Хортиця-ს ინფორმაციით, ეს რუსეთის შეიარაღების შემადგენლობაში მყოფი ყველაზე ძვირადღირებული დრონია.

კერძოდ, დრონი ლიმანის მიმართულებაზე უკრაინის 63-ე ბრიგადის ანტისაჰაერო მსროლელებმა და 45-ე ცალკეული საარტილერიო ბრიგადის არტილერისტებმა ჩამოაგდეს.

გამოცემა RBC-Ukraine-ის ინფორმაციით, რუსული Мерлін-ВР-ის ტიპის დრონის ფასი $300 000-ს აღემატება. აღნიშნულ სატესტო სადაზვერვო დრონს 5 კმ სიმაღლემდე ასვლა, ჰაერში 10 საათამდე გაჩერება და 600 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეუძლია.

დაჯგუფება Хортиця-მ საკუთარ Telegram არხზე დრონის ჩამოგდების ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა:

კომენტარები