აშშ-ს რამდენიმე შტატში (არკანზასი, კენტუკი, ჯორჯია, ინდიანა, მისური, ტენესი, მისისიპი) უხვი ნალექის შედეგად მომხდარ ქარიშხალსა და წყალდიდობას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, აშშ-ს შუა დასავლეთითა და აღმოსავლეთით მდებარე შტატებს ქარიშხალი დაატყდა თავს - ბოლო მონაცემებით ერთი ადამიანი არკანზასის, ხოლო კენტუკის, ჯორჯიასა და ინდიანას შტატების მასშტაბით 7 ადამიანი დაიღუპა.
მისისიპისა და ტენესის შტატებში სტიქიას ასევე ემსხვერპლა 10 ადამიანი.
ამ დროისთვის, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება, მოსალოდნელია მსხვერპლის ზრდაც.
ასევე, ელექტროენერგიაზე წვდომა სრულად შეუწყდა კენტუკის შტატს.





