ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა 3 აპრილიდან პარლამენტის აპარატში რეორგანიზაცია გამოაცხადა - პროცესის შედეგად, შეიცვლება მისი სტრუქტურა და საშტატო ნუსხა.
პაპუაშვილის ბრაძანების მიხედვით, რეორგანიზაცია პარლამენტის აპარატის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს შეეხება:
ა) ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი;
ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი;
გ) იურიდიული დეპარტამენტი;
დ) საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი;
ე) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი;
ვ) სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ზ) საორგანიზაციო დეპარტამენტი;
თ) საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ი) საქმისწარმოების დეპარტამენტი;
კ) მანდატურის სამსახური;
ლ) პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი.
პროცესს უხელმძღვანელებს პარლამენტის აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი.





![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)