პანამის არხი

აშშ-ს თავდაცვის მდივანი პანამაში ცენტრალური ამერიკის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება

აშშ-ს თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი პანამას ეწვევა. ვიზიტის დროს ჰეგსეთი ცენტრალური ამერიკის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება და პანამის პრეზიდენტს, ხოსე რააულ მულინოს შეხვდება. 

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ ის აპირებს პანამის არხის აშშ-სთვის დაბრუნებას. ტრამპი ამტკიცებს, რომ არხი აშშ-სგან პანამას გადაეცა, თუმცა დღეს მას ჩინეთი მართავს. ამის შემდეგ ტრამპს არაერთხელ უსაუბრია ამ თემაზე და ჟურნალისტებთან საუბრისას არხის დასაბრუნებლად არც სამხედრო ან ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება გამორიცხა.

"[ჰეგსეთის ვიზიტი] ხელს შეუწყობს მიმდინარე ძალისხმევას, გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა პანამასთან და ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოებთან მშვიდობიანი და უსაფრთხო დასავლეთ ნახევარსფეროს საერთო ხედვის მიმართულებით" – ამბობს პენტაგონის პრესსპიკერი, შონ პარნელი. 

ტრამპის განცხადებების შედეგად ჰონგ-კონგურმა კომპანიამ, Hutchison Ports-მა არხის ორი პორტის $19 მილიარდად გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. წინასწარი შეთანხმების მიხედვით, პორტს შეიძენს ინვესტორთა კონსორციუმი, რომელსაც ამერიკული უძრავი ქონების კორპორაცია BlackRock მართავს. 

 

კომენტარები