რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კიევში, რუსული იერიშის შედეგად ტელევიზია FREEDOM-ის ახალი ამბების რედაქცია დაინგრა

მედია Freedom-ის ახალი ამბების რედაქციის შენობა რუსული იერიშის შემდეგ, კიევი, 2025 წლის 6 აპრილი
Dim

6 აპრილს რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა.

ერთ-ერთი რაკეტა უკრაინული სახელმწიფო ტელეკომპანია Freedom-ის ახალი ამბების რედაქციასთან ახლოს აფეთქდა.

აფეთქების შედეგად შენობამ სერიოზული დაზიანება მიიღო. თანამშრომლებიდან არავინ დაშავებულა.

6 აპრილის იერიშის შედეგად კიევში ერთი ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, სამ რაიონში დაზიანდა შენობები. უკრაინული მხარის განცხადებით დედაქალაქში 6 რუსული ბალისტიკური რაკეტა აფეთქდა.

კომენტარები