4 აპრილს კრივოი როგზე სარაკეტო იერიშიდან რამდენიმე საათში რუსეთმა ქალაქზე დრონებით იერიში მიიტანა.
ამის შესახებ დნიპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი, სერგეი ლისაკი წერს.
უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად კერძო სექტორში ხანძარი გაჩნდა.
რამდენიმე საათით ადრე რუსეთმა ქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რასაც, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, სულ მცირე, 6 ბავშვი, ხოლო 40-ზე მეტი კი დაშავდა.
"საღამოს თერთმეტი საათის შემდეგ მტერი ხელახლა თავს დაესხა კრივოი როგს, ამჯერად - დრონებით. კერძო სექტორში გაჩნდა ხანძარი. ცეცხლი უკიდიათ სახლებსა და ინფრასტრუქტურას". - წერს ლისაკი.





