რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე 74 დრონით მიიტანა იერიში - დაღუპულია, სულ მცირე, 1 ადამიანი

1 აპრილის საღამოს რუსეთის ჯარმა უკრაინაზე 74 სხვადასხვა უპილოტო საფრენი აპარატით, მათ შორის, შაჰედის ტიპის დრონებით მიიტანა იერიში. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ აქედან 41 განადგურება მოახერხა, ხოლო 20 ლოკაციურად დაიკარგა.

ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებენ.

ამასთან ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი. როგორც წერს ფედოროვი, დრონი სახლთან გაჩერებულ მანქანებს დაესხა თავს:
"დაიღუპა 45 წლის მამაკაცი. კიდევ ორი ადამიანი - 44 წლის მამაკაცი და 39 წლის ქალი - დაშავდნენ" - წერს ოლქის გუბერნატორი.

რუსული თავდასხმის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, დონეცკისა და ოდესის ოლქები. აღნიშნულია, რომ რუსეთის ძალებმა უპილოტო საგრენი აპარატები რუსეთის ქალაქებიდან შემდეგი ქალაქებიდან გაუშვეს: მილეროვოდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან და ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ჩაუდას კონცხიდან. 

კომენტარები