უკრაინის საპარლამენტო ფრაქცია სლუგა ნაროდას თავმჯდომარის, დავით არახამიას თქმით, "არანაირი არჩევნები არ იგეგმება".
ცოტა ხნით ადრე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოიწვია თათბირი, რომლზეც ვადამდელი არჩევნების ორგანიზებაზე ისაუბრა. გამოცემა The Economist წერდა, რომ არჩევნები შესაძლოა აპრილის ბოლომდე ჩატარდეს.
არახამიამ უარყო, რომ მსგავსი შეხვედრას ადგილი ჰქონდა:
"არა მხოლოდ არ ვყოფილვარ მსგავს შეხვედრაზე, არამედ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი შეხვედრა საერთოდ არ გამართულა". – თქვა არახამიამ.
პრეზიდენტის ფრაქციის ლიდერის თქმით, რადაში ექვსივე პარტია შეთანხმდა იმაზე, რომ არჩევნები საომარი მდგომარეობის მოხსნიდან 6 თვეში უნდა გაიმართოს.