აშშ-ს შეიარაღებული ძალები

ლიტვაში წვრთნების დროს აშშ-ს 4 გაუჩინარებული სამხედროდან 3-ის ცხედარი იპოვეს

31 მარტს აშშ-ს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ლიტვაში წვრთნების დროს გაუჩინარებული აშშ-ს არმიის სამი სამხედროს ცხედრები იპოვეს, ხოლო ერთი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.

მეოთხე ჯარისკაცის საძიებო და სამაშველო ოპერაციები გრძელდება.  

არმიის განცხადებით, სამძებრო და სამაშველო ოპერაციაში "ლიტვური მხარის უზარმაზარი რესურსები, ასობით სამხედრო მოსამსახურე აშშ-ს არმიიდან, აშშ-ის საზღვაო ძალებიდან, ლიტვის შეიარაღებული ძალებიდან და პოლონეთის შეიარაღებული ძალებიდან - ლიტვის მთავრობისა და სამოქალაქო სააგენტოების სხვა ელემენტებთან ერთად" იყო ჩართული. 

ჯარისკაცები 25 მარტის დილას წვრთნების დროს გაუჩინარდნენ, როდესაც მათი ჯავშანმანქანა, M88A2 Hercules, რომლის სიმძიმეც 70 ტონას აღწევს, ტორფიან ჭაობში ჩაიძირა.

კომენტარები