უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ფრანგული ულტრამემარჯვენე პარტია ეროვნული ერთობის ლიდერს, მარინ ლე პენს სოლიდარობას უცხადებს.
"მე ვარ მარინი" - დაწერა უნგრეთის პრემიერმინისტრმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს საფრანგეთის სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტია ეროვნული ერთობის ლიდერი, მარინ ლე პენი ევროკავშირის ფონდების უკანონო მითვისებასა არამიზნობრივ გამოყენებაში დამნაშავედ ცნო
სასამართლომ მარინ ლე პენს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და 100 000 ევროს გადახდა დააკისრა. 4 წლისგან 2 ალტერნატიული სახის პატიმრობა იქნება.
ასევე, ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება 5 წლის განმავლობაში არ ექნება