ოკუპირებულ ყირიმში, უკრაინაში მოკლული სამხედრო კორესპონდენტის, ალექსანდრ ფედორჩაკის საფლავს ცეცხლი წაუკიდეს.
არაღიარებული ყირიმის ე.წ. პროკურატურა საქმეს ვანდალიზმის ბრალდებით იძიებს.
კორესპონდენტის საფლავისთვის ცეცხლის წაკიდებას კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა.
"თუ არ ვცდები კანონით გათვალისწინებულია შესაბამისი ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც მსგავს საქციელს სჩადის. უნდა მიიღონ უმკაცრესი ზომები. ეს დაუშვებელი და აღმაშფოთებელია და ჩვენ ვგმობთ მსგავს ქმედებებს". – თქვა პესკოვმა.
24 მარტს, ლუნეცკის სეპარატისტულ რესპუბლიკაში დაიღუპნენ პროპაგანდისტული მედიების, ზვეზდისა და იზვესტიას ჟურნალისტები.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ფედორჩაკი ყირიმში, ნიჟნეგორსკის დასახლებაში 28 მარტს დაკრძალეს.





