რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Economist: ზელენსკიმ თავის გუნდს არჩევნებისთვის სამზადისის დაწყება დაავალა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

გამოცემა The Economist სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის გუნდს არჩევნებისთვის სამზადისის დაწყება დაავალა.

წყაროების ცნობით, ზელენსკიმ წინა კვირას გამართულ შეხვედრაზე თავის გუნდს დაავალა, სრული ცეცხლის შეწყვეტაზე შესაძლო შეთანხმების დადების შემდეგ არჩევნების ორგანიზების პროცესი დაიწყონ.

The Economist წერს, რომ ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით დამადასტურებელი ცნობები, შესაძლოა, 5 მაისისთვის ან მანამდე გახდეს ცნობილი, რადგან სამხედრო მდგომარეობის გასახანგრძლივებლად ვადა 8 მაისს იწურება. საარჩევნო პროცესის დასაწყებად საომარი მდგომარეობის გაუქმება აუცილებელი წინაპირობაა.

ამას გარდა, წყაროები განსხვავებულ დროის პერიოდს ასახელებენ იმაზე, თუ როდის შეიძლება არჩევნები ჩატარდეს, თუმცა მათი უმეტესობის თქმით, ზელენსკის სურს, რომ ეს ზაფხულში მოხდეს.

კანონის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანიისთვის სავალდებულოა, რომ 60-დღიანი პერიოდი იყოს გამოყოფილი, შესაბამისად ყველაზე ადრე არჩევნები, შესაძლოა, ივლისში დაინიშნოს. თუმცა, ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი სამ-თვიანი უნდა იყოს, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაციის პირებმა პარლამენტს უთხრეს, რომ შუა ომში ამომრჩეველთა სიების ხელახლა შესადგენად სწორედ ეს დროა საჭირო.

კომენტარები