ესტონეთი-საქართველო

ზურაბიშვილი: ესტონეთის პრეზიდენტმა ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მხარდაჭერა გადმოგცათ

Salome Zourabichvili/X

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდა. 

ზურაბიშვილის თქმით, კარისმა ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.

ამის შესახებ ზურაბიშვილი X-ზე წერს.

"შევხვდი ალარ კარისს. მან გადმოგცათ თქვენ, ქართველ ხალხს, თავისი ურყევი მხარდაჭერა თქვენს მტკიცე ბრძოლაში ჩვენი ევროპული მომავლისთვის". - წერს ზურაბიშვილი.

კომენტარები