რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: ენგელსის აეროდრომზე იერიშის დროს რუსეთის 96 რაკეტა განადგურდა

ხანძარი ენგელსის ნავთობბაზაზე
Pravda.ua

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში, სარატოვის ოლქში ენგელსის სამხედრო აეროდრომზე 20 მარტს იერიში მიიტანეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მიხედვით, იერიშის შედეგად რუსეთმა საჰაერო ბაზირების 96 დაკარგა, რომელთა გამოყენებაც მარტისა და აპრილის პერიოდში უკრაინაზე თავდასხმისთვის იგეგმებოდა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, თავდასხმის დროს დაზიანდა ენგელსში მდებარე ნავთობსაცავი, რაც უარყოფითად მოქმედებს რუსეთის შესაძლებლობაზე, ჩაატაროს საბრძოლო მოქმედებები. 

ენგელსის აეროდრომზე უკრაინელების იერიშის შემდეგ სარატოვის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა თქვა, რომ ომის დაწყების დღიდან ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა იყო სარატოვის ოლქზე. თავდასხმის შემდეგ აეროდრომი ხანძარი გაჩნდა.

კომენტარები