საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ მაკრონმა პარიზში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"მსურს, გამოვაცხადო უკრაინისთვის დამატებითი 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ". - თქვა მაკრონმა.
ამასთან, მაკრონის თქმით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში კიევში ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტები, ჯავშანმანქანები, დრონები და დამატებითი რაოდენების Mirage-ის ტიპის გამანადგურებლები გაიგზავნება.
გარდა ამისა, მაკრონმა და ზელენკსიმ განიხილეს ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტა და ევროპის როლი, შეთანხმების შემდეგ რუსეთისგან მომავალში შესაძლო თავდასხმის აღკვეთაში.
"უკრაინამ მხარი დაუჭირა ცეცხლის შეწყვეტას პირობების გარეშე. ჩვენ ველოდებით იგივე გადაწყვეტილებას რუსეთის მხრიდან". - თქვა მაკრონმა.