რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლავროვი: უკრაინის დენაციფიკაციის ამოცანას ყურადღების გარეშე არ დავტოვებთ

სერგეი ლავროვი
Photo: Handout/RUSSIAN FOREIGN MINISTRY/AFP

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინის "დენაციფიკაციის" ამოცანას "ყურადღების გარეშე არ დატოვებს". 

ლავროვი ირწმუნება, რომ უკრაინაში "არიან ნაცისტები, რომლებიც გამოკვებეს რუსეთის ფედერაციასთან საომრად მთელი ევროპის რასისტული და ნაცისტური დევიზების ქვეშ გაერთიანების მიზნით". 

ამის შესახებ ლავროვმა ალექსანდრ გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის ფონდის პოლიტსაბჭოს შეხვედრაზე ილაპარაკა.

"ჩვენი მუდმივი ყურადღების გარეშე არ დავტოვებთ იმ სახელმწიფოს დენაციფიკაციის ამოცანების მიღწევას, რომელიც კიევის რეჟიმის კონტროლის ქვეშ რჩება და საკანონმდებლო დონეზე და ფიზიკურად ანადგურებს ყველაფერს რუსულს- ენას, კულტურას, მედიას, კანონიკურ მართლმადიდებლობას, რაც პირდაპირ და უხეშად არღვევს გაეროს ქარტიისა და უკრაინის საერთაშორისო ვალდებულებებს სრული ხელშეწყობითა და თანამონაწილეობით ევროპის სახელმწიფოების მხრიდან, რომლებიც უკრაინის გარდა, ადამიანისა და უმცირესობების უფლებების დაცვისადმი თავიანთი ერთგულების შესახებ ყვირიან. თუმცა, უკრაინა - ეს სხვა რამეა. ეს არიან ნაცისტები, რომლებიც გამოკვებეს რუსეთის ფედერაციასთან საომრად მთელი ევროპის რასისტული და ნაცისტური დევიზების ქვეშ გაერთიანების მიზნით". - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

მანამდე, 2024 წლის თებერვალში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მოსკოვს უკრაინაში მიმდინარე ომში საკუთარი მიზნებისთვის არ მიუღწევია - მან ამის ასახსნელად თქვა, რომ ერთ-ერთი დასახული მიზანი ე.წ. "დენაციფიკაცია" იყო.

კრემლის პროპაგანდა ხშირად ცდილობს შექმნას სურათი, თითქოს ისინი უკრაინაში ნაცისტებს ებრძვიან.

კომენტარები