აშშ-ს რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ, რათა $300 მილიარდზე მეტი ღირებულების რუსული გაყინული აქტივები აშშ-მ უკრაინის დასახმარებლად გამოიყენოს, კიევის მხარდასაჭერად მხოლოდ ვალზე ინტერესის განაკვეთის გამოყენების ნაცვლად.
"რას ფიქრობს ადმინისტრაცია მის ხელთ არსებული ყველა საფინანსო ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ, რათა ომის დასამთავრებლად რუსეთზე წნეხი გაიზარდოს". - წერენ სენატორები სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, მისამართით გაგზავნილ წერილში, რომელიც გამოცემა Reuters-მაც ნახა.
"კონკრეტულად, მიაჩნია თუ არა ადმინისტრაციას, რომ აშშ-სა და ევროკავშირში არსებული [რუსული] აქტივები ბერკეტად უნდა იყოს გამოყენებული რუსეთთან მოლაპარაკებებში, რათა ომი დამთავრდეს? თუ კი, როგორ?" - წერენ სენატორები.
Reuters-ის ცნობით, წერილს რესპუბლიკელი სენატორები, ტოდ იანგი და ლინდსი გრემი, და დემოკრატები, რიჩარდ ბლუმენთალი და ტიმ კეინი, აწერენ ხელს.
ამასთანავე, გამოცემა წერს, რომ წერილი მარკო რუბიოს პარასკევს, 21 მარტს, გაუგზავნეს.





