რუსეთმა სუმის ცენტრზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რომლის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სკოლის შენობა.
ბოლო მონაცემებით რუსული დაბომბვის შედეგად დაშავდა 28 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი, რომელიც სკოლაში იმყოფებოდა.
"მტერმა სარაკეტო იერიში მიიტანა ქალაქი ცენტრზე. დაზიანდა რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა, სკოლა... მიმდინარეობს ბავშვების ევაკუაცია, ყველა მათგანი კარგად არის". – თქვა სუმის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ არტიუხმა.
უკრაინული მედია Unian წერს დაღუპულების შესახებ, თუმცა ოფიციალურად არც ერთ უწყებას ინფორმაცია არ დაუდასტურებია.